მართლმადიდებელი საქართველო

პატერიკები. ნაყროვანება – სიბილწეთა დედა
წმიდა მამები ნაყროვანებას სიბილწეთა დედას უწოდებენ. მისგან წარმოდგება არაერთი ცოდვა, რომლებიც, თუ არ შეინანა, ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლებად ექცევა ცოდვილს. ქრისტიანთა ცხოვრებიდან ცნობილია მრავალი მაგალითი, თუ როგორ უნდა ვძლიოთ ნაყროვანებას, რომელიც ხშირად გემოთმოყვარებით იწყება.

მამა ტიხონ ათონელს ერთხელ ერთი ერისკაცი ესტუმრა, ნაყროვანებისა და გემოთმოყვარებისგან მეტისმეტად გასუქებული, და შესჩივლა, ხორციელი აღძვრანი და არაწმინდა ფიქრები მოსვნებას არ მაძლევენო. შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევო, მიუგო მამა ტიხონმა. ერისკაცი დათანხმდა. ღირსმა მამამ ურჩია, განუწყვეტლივ წარმოეთქვა საუფლო ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ – და მთელი დღეები პურსა და წყალზე გაეტარებინა, ზეთიანი საზრდელი მხოლოდ შაბათ-კვირას მიეღო. გარდა ამისა, ყოველ საღამოს 150 მეტანია აღესრულებინა, ეკითხა ღვთისმშობლის კანონი, თითო თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანთა ცხოვრება.

ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ესტუმრა მამა ტიხონს. მოძღვარმა ვეღარ იცნო – ისე გამხდარიყო, ტაძრის ვიწრო კარში თავისუფლად ეტეოდა. „ახლა როგორ გრძნობ თავს, შვილო?“ – ჰკითხა ღირსმა მამამ. „ანგელოზივით, მამაო, არც ხორცი მაწუხებს და არც არაწმინდა ფიქრები“, – უპასუხა მან.

დიდი მოღვაწე იყო მამა არსენ გარეჯელი – ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხან – ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებრძოდა, მაგრამ ღირს მამას ჰქონდა სასოება ღვთისმშობლისა და ითმენდა შიმშილს. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა. არსენმა მოუტეხა. „გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ. რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?“ – გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. აიღო პური, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგდო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მჯიღს იცემდა მკერდში და იტყოდა: „ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისათვის წუხარ! ამისთვისცა, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლოო“.

ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ.

სამი ჭიქა რომ დავლიოთ, ბევრი ხომ არ იქნებაო? – ჰკითხეს მამა სისოს. „თუ იცი, რომ ეშმაკი ცოცხალი აღარ არის, სამი ჭიქა არც ისე ბევრია, ხოლო თუ ჯერ კიდევ არსებობს, მეტისმეტიაო“, – მიუგო ბერმა.

ღირსი მამა ქრისტეფორე გარეჯელი თავს ასე იგლოვდა: „ნაყროვანი ხარ, ბერო, უძღები და ცოდვილი! დაღაცათუ ხორცს არა სჭამ, პურსა მაძღრივ სჭამ და ოდესცა ჰპოვებ, ღვინოსაცა სვამ. უბადრუკო ბერო, არ გეშინია?! დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცის განშორება? დღეს თუ ხვალ მოვა წამყვანებელი შენი. განიმზადე თავი!“ – და, ვითარცა შვილმკვდარი დედა, მწარედ ტირილს იწყებდა.

თქვა ბერმა: ოდეს გულისსიტყვა გებრძოდეს და ათასნაირ საჭმელს გთხოვდეს, აჭირვე მას, პურსაც ნუ მისცემ, დაამშიე და იქამდე მიიყვანე, რომ გევედროს და პურიღა გთხოვოსო.

ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ  მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისათვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისათვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. „აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო“, – ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. „ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, – უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო“.

ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთ-მცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი – პურს, ზოგი კი – უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთიდაიგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: „ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო“.

აქტუალური თემა – პატრიოტიზმი
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გადაცემა “აქტუალური თემა”.

მთავარი თემა – პატრიოტიზმი

სიტყვა ხორციელის კვირიაკეს
წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

სიტყვა ხორციელის კვირიაკეს

მრწამს უფალი იესუ ქრისტე –

მომავალი განსჯად ცხოველთა და მკუდართა

(მრწამსის მე-7 წევრი)

ვინ იტყვის ამგვარად? ყოველი ქრისტიანი. და თუ ყოველი ქრისტიანი, უეჭველია – მეც და თითოეული თქვენთაგანიც.

ძმანო და დანო, თქვენ გულითადად გწამთ, რომ მიწისაგან შობილთა მართალი მსაჯული, იესუ ქრისტე, მოვალს განსჯად ცოცხალთა და შესვენებულთა, და თითოეული ან მარადიული ნეტარებისთვის აღსდგება, ანდა საუკუნო განკითხვისთვის? მზადა ხართ შეხვდეთ ყოველთა მსაჯულს და ყოველი სიტყვისა და საქმისთვის პასუხი მისცეთ საშინელ სამსჯავროზე? გაქვთ კეთილი საქმეები? – მაგრამ რა საჭიროა შეკითხვა? ქრისტიანთა ცხოვრებიდან და საქმიანობიდან აშკარად ჩანს, რომ დაივიწყეს მართალი მსაჯული, განკითხვის დღე, საუკუნო სიცოცხლე და დღითი-დღე გამალებით მიექანებიან წარსაწყმედელისაკენ, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი ჩქარობენ ნუგეში აქ, მიწაზევე ჰპოვონ, რათა მარადისობაში – ზეცაში დაკარგონ. ძვირფასი დროის ფლანგვა სიამოვნებებში საზრუნავად გაუხდიათ, ხოლო სულისათვის სასარგებლოდ რომ გამოიყენონ, (ამ სოფლიდან) განსვლისათვის რომ განამზადონ საქმენი თვისნი (იგავთა 24, 27) საამისოდ არავინ ზრუნავს.

საუკუნო სიხარულის მსურველი ნაკლებად ესწრაფვის მიწიერს, – იტყვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი გენადი, ხოლო ჩვენთან კი

მიწიერი სიხარული თითქმის განუწყვეტელია. მრავალი ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება და პასუხს არ მისცემს განვლილი გზისთვის. ხომ არ იმედოვნებენ, რომ სიკვდილის წინ შეინანებენ და სრულ შენდობას მიიღებენ? რა თქმა უნდა, ღმერთი არც მეთერთმეტე ჟამის მუშაკს, ანუ მთელი გულით მისკენ მიქცეულს უარყოფს. მაგრამ თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით უმეტესწილად განშორებული იყავით ღვთისგან: ფიქრობთ, რომ ადვილია გულის ღვთისაკენ შემობრუნება? შეძლებთ ასე იოლად სიკვდილის წინ სინანულის გრძნობის გაღვიძებას? ჰოჲ, ძმანო! სწორედ მაშინ გაჯიუტდება გული თქვენდა წარსაწყმედელად. არაერთხელ გავმხდარვარ მოწმე, რაოდენ უმძიმთ მონანულთ და როგორ იბნევიან აღსასრულის წინ ისინი, ვინც გამოსწორებას არ ფიქრობდნენ და სიცოცხლეშივე არ სჩვეოდათ სინანული. არა, ძმანო! მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვისაა ჯილდო ქრისტიანული აღსასრული. ძალისაებრ თქვენისა სინანულით განვლეთ მთელი ცხოვრება: და თქვენ გექნებათ მშვიდი აღსასრული წრფელი სინანულით.

მაშ ასე, განემზადეთ სამსჯავროსათვის, საშინელი სამსჯავროსათვის, მართალი სამსჯავროსათვის, ერთადერთი და საბოლოო სამსჯავროსათვის, რომელსაც მოჰყვება ან მარადიული ნეტარება, ან დაუსრულებელი ტანჯვა. ნუ გიკვირთ, ასე გადაჭრით რომ ვამბობ: ჭეშმარიტება მეფურია: მას აქვს უფლება ამგვარად ილაპარაკოს. ამასთან ხამს ვილაპარაკო განკითხვისთვის მოსამზადებლად. როდესაც სულს უზრუნველობა-მცონარების გამო საუკუნო წარწყმედა ელოდება, მაშინ ზომებიც გადამჭრელი უნდა იყოს, სწორედ მაშინ, როგორც არასდროს, საჭიროა ჭეშმარიტების ღაღადება. როდესაც ხედავენ, რომ ადამიანს ცეცხლსა თუ წყალში აშკარა დაღუპვა მოელის, განა ამ შემთხვევაში გადაჭრით არ მოქმედებენ? ეს იმიტომ, რომ თუ ამგვარად არ მოიქცევიან, მაშინ ადამიანი დაიღუპება. ჩვენც სწორედ ასეთი მოქმედებითა და მომავალი სამსჯავროს შიშით უნდა გამოვიხსნიდეთ შთანმთქმელი ცეცხლისაგან: ვაი, რომ არც ჩვენ ვართ შორს მარადიული ცეცხლისაგან, ბევრს შესაძლოა, ერთი ნაბიჯი აშორებს მისგან. ძმაო! დაფიქრდი, შესაძლებელია ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან (ლუკა 12, 20): და ჯოჯოხეთში, სატანჯველში… ცეცხლსა მას შინა აღმოჩნდე. მაშ ასე, განემზადეთ სამსჯავროსათვის, განემზადეთ ამდღევანდელი დღიდანვე; ჰქმენით საქმენი კეთილნი ვიდრე დღე არს: თუ არა, მოვალს ღამე სიკვდილისა, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. მეტისმეტად ვემონებოდით ამაოებას. დროა, გამომცდელი თვალით შევხედოთ საცოდავ სულს. მიაშურეთ ეკლესიას; ოხრავდეთ თქვენთა ცოდვათათვის; ეკლესიასთან ერთად შიშით ელოდეთ დიდსა მას დღესა განკითხვისასა. ეკლესიას მუდამ ახსოვს სამსჯავრო: დილითაც და დღისითაც და ღამითაც; რიჟრაჟიდან მიმწუხრამდე მოაგონებს თავის შვილებს იმ დიდ დღეზე, რომელმაც კაცთა მოდგმის ბედი უნდა გადაწყვიტოს; მისი სულიერი შვილები კი წუთიერ თავბრუდამხვევ სიამოვნებებზე ფიქრს შეუპყრია, ფიქრს იმაზე, რაც რამოდენიმე წუთით სასიამოვნო თავბრუსხვევას მოჰგვრის, გულს გაუმხიარულებს, მიწიერ საქმეთა ბადეში გაჰხვევს. უფალი, ჭეშმარიტება, ცხოვრება (ანუ მაცხოვარი. – მთარგმ. შენიშვნა) ჰქუხს თავისი ხმით თავისსავე მომავალ, გარდაუვალ სამსჯავროზე, შეგვაგონებს, ვიღვიძებდეთ და ვილოცვიდეთ (მარკოზი 13, 33; ლუკა 21,36), რათა გადავურჩეთ გაკიცხულთა მწარე ხვედრს; მოციქულები გვარწმუნებენ, რომ მსაჯული წინაშე კართა დგას (იაკობი 5, 9)… ჩვენ კი, თითქოს, ამის გაგონებაც არ გვსურს. ზოგიერთები ფიქრობენ და ამბობენ: რისი საშინელი სამსჯავრო! უფალი მოწყალეა: შეგვიწყალებს; ჩვენ ხომ უფრო მეტად უძლურების გამო ვსცოდეთ და არა გაბოროტებით, არა გასასტიკებით… არ კი გაიაზრებენ, რომ მხოლოდ მოწყალეთ შეიწყალებენ (მათე 5, 7), რომ სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობაჲ (იაკობი 2, 13). სადღა გაქვთ მოწყალების საქმეები, როცა აშკარაა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ?

ძმანო! ღმერთმა ნუ ქნას, თქვენც იქ აღმოჩნდეთ, სადაც მდიდარი, რომელიც განსცხრებოდა დღითი დღედ. თუკი იქ აღმოვჩნდებით: გვიან იქნება, წვეთი წყალი ვითხოვოთ ენის განსაგრილებლად, გვიან იქნება საკუთარ მოყვასს ვინმე გამოვუგზავნოთ, რათა ისინიც არ მოხვდნენ იქ (ლუკა 16, 19-31).

იღვიძებდით უკვე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს. (მათე 25, 13). ამინ.

თარგმნა დეკანოზმა  არჩილ მინდიაშვილმა

http://www.orthodoxy.ge

დეკანოზი ბიძინა გუნიას ქადაგება 19.02.2012
დეკანოზი ბიძინა გუნიას ქადაგება ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში 19.02.2012

შეგიძლიათ აქვე უყუროთ, ან გადაიწეროთ

გადმოწერა

უწმიდესი დღეს დღეს პალესტინის პრეზიდენტს შეხვდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დღეს, ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავს ჯვრის მონასტერს.

ამასთან, 19 თებერვალს ილია მეორე  ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს.

იმავე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.

20 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვას ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლენს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს, საქართველოს პატრიარქი შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.

22 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქალაქ ხოლონში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება.

23 თებერვალს, ილია მეორე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს.

იმავე დღეს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება.

24 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/192762-ilia-meore-dghes-palestinis-prezidents-shekhvdeba.html

შეუსმელი ბარძიმი
„ბარძიმი შეუსმელად“ წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წ. მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და

მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისაგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი“. მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში – ღირს ვარლაამში – დასნებოვნებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვოდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა მის წინაშე, რათა სამადლობელი შეეწირა დედუფლისათვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას“ ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხეველი ღვთიური ყრმით – ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც სარწმუნოებით მისდამი მოლტოლვილებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს გამომსხნელმა ღვაწლმა მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რამეთუ ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის“. ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლდაწმიდა ხელებით, ვითარცა ძალმოსილი მღვდელმთავარი, შუამავლობით აღუვლენს ღმერთს ზეცისა საკურთხეველში, ხსნისათვის ყოვლისა სოფლისა, ამ მსხვერპლს – თავის დაკლულ ძეს, რომელმაც მისთა სისხლთაგან მიიღო სისხლი და ხორცი, და სთავაზობს ჭამად მართალთა. იგი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული მათგანისთვისაა განმზადებული, ვისაც კი ეს სურს.

ხატის დღესასწაული აღესრულება 5 მაისს.

ტროპარი, ხმა 4

სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა – ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის „დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე

ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ

ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჰოი, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე 15.02.2012
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში  მირქმის დღესასწაულზე 15.02.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე.

გადმოწერა

ფაილის ტიპი: flv (იხსნება GOM Player-ით)

ხანგრძლივობა: 22 წუთი

ზომა: 75 MB

ატვირთულია: bin.ge – ზე

აქტუალური თემა – დრო და ურცხვობა
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გადაცემა “აქტუალური თემა”.

მთავარი თემა – დრო და ურცხვობა.

პატრიარქის ქადაგება 12.02.2012
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში  – 12.02.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე.

გადმოწერა

ფაილის ტიპი: flv (იხსნება GOM Player-ით)

ხანგრძლივობა: 17 წუთი

ზომა: 57 MB

ატვირთულია: bin.ge – ზე

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.

სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.

საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც – ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.

ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.

წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, – წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.

წყარო: „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.