წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი
ქართული კულტურის და მართლმადიდებლური რწმენის მხარდამჭერი საიტი
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი
![]()
დღეს, ახალი სტილით 7 მაისს, წმ. ეკლესია მოიხსენიებს წმ. მოწამეებს: საბა სტრატილატს და მასთან 70 მხედარს. წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
წყარო: „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
![]()
წმიდა მოციქული თომა,დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში კესარია ეწოდა. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც ტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. მეტის ნახვა…
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“
როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.
აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.
გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით – „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.
ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.
იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.
ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, მეტის ნახვა…

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მეტის ნახვა…

დღეს აღინიშნება ხსენება წმიდა მოწამეთა – პამფილე ხუცისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირიოსისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (307-309); ასევე მარტიროპოლში წამებულ სპარსელთა (IV) და ღირსისა მარუთისა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (422).
გთავაზობთ ამ მოღვაწეთა ცხოვრების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების მიერ მომზადებულ მცირე ვიდეოს.
![]()
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.
ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა მეტის ნახვა…
![]()
წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. მეტის ნახვა…

ნეტარებაა აღდგომის ღამე ქრისტიანისათვის. ამ დღეს თითქოს ჩვენს ცოდვილ გულსაც, როგორც მაცხოვრის საფლავს, უფლის ანგელოზი მოაშორებს მწუხარების მძიმე ლოდს და მარიამთან ერთად ვჭვრეტთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს. იმ წამს ცა და მიწა ერთიანდება, მიწაზეც, ისევე როგორც ზეცაში, მოზეიმე ეკლესიაა. ამ დღეს ყველა უნდა ხარობდეს – ცოდვილიც და მართალიც, მდიდარიც და ღარიბიც, ამ დღეს სძლია ამ სოფელს და მის თავადს – სატანას ჩვენმა უფალმა… ეშმაკიც მძვინვარე ლომივით დაძრწის აღდგომა დღეს, რომ ვინმე ქრისტიანი ნახოს, სძლიოს, დაამარცხოს და თითქოს ამით შური იძიოს უფალზე. ამ დღეს მართლაც ბევრი ვმარცხდებით, ზოგი – ნაყროვანებით, ზოგი – სიმთვრალით. მაგრამ მისთვის, ესეც არ არის საკმარისი… 1993 წლის 18 აპრილს, აღდგომას, სატანისტმა ნიკოლოზ ავერინმა ოპტის უდაბნოში სამი ბერი მოკლა: მღვდელმონაზონი ვასილი, ბერი ტროფიმე და ბერი თერაპონტე.
![]()
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.
ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის – წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მეტის ნახვა…
follow: