მრავალჟამიერი ნიუ იორკში

ალბათ სასიამოვნო მოსასმენი იქნება ქართული სიმღერა უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. შემთხვევით ვნახე ეს ვიდეო, სადაც ასახულია როგორ მღერიან მრავალჟამიერს აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკის ქართულ ეკლესიაში და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს უცხოეთში მყოფი ყველა ქართველი!

გილოცავთ ახალ წელს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს და ჯანმრთელობას.

ღვთის მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს!

საქართველოს იმედი

ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, მცირე ქადაგებისას ბრძანა. ტაძარში პატრიარქმა ხატი “საქართველოს იმედი” აკურთხა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ქართველი ერი ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა. ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება და სიმდაბლით, რწმენითა და იმედით მლოცველებს შეეწევათ.
ხატს დღესვე, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დააბრძანებენ.
ხატის შექმნას დეკანოზი იაკობ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ჭედურობა შეასრულეს ბექა ვარდუკაძემ, დავით თევდორაშვილმა, ზაზა საღიანმა და ვიქტორ თოდუამ.
ხატი დღეს საპატრიარქოდან გამოაბრძანეს და სიონის ტაძარში მიაბრძანეს, საიდანაც ლოცვითი მსვლელობით ხატი “საქართველოს იმედი” სამების ტაძარში გადააბრძანეს.
ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა “საქართველოს დიდება”. არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე “საქართველოს იმედი”, წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.
ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის “საქართველოს იმედი” შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

მასალის წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/188353-ilia-meore-khati-qsaqarthvelos-imediq-sastsaulthmoqmedi-iqneba.html

პატრიარქი რუსეთიდან დაბრუნდა

მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხელ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილებთან დაკავშირებით. “გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი გვაქვს, ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია II-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და კათოლიკოს-პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ ქართველი მეფეების – ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დააყენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთიდან გუშინ, დაახლოებით 21.00 საათზე დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძარში წავიდა, სადაც მრევლს შეხვდა და დალოცა.

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა. უწმინდესი 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოსკოვში ვიზიტის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა და მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოსკოვში მყოფ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა.

გიორგობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ წირვა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
ავტორი: ნინო არღვლიანი
წყარო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/11356-ilia-meore-moskovshi-viziti-iyo-metad-mnishvnelovani-da-sasargeblo-chveni-qveynisa-da-eklesiisthvis.html

სპირიტიზმი

ოკულტიზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან“ წარმოდგება, რაც „სულს“ ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. მეტის ნახვა…

მშობლების პატივისცემის შესახებ

უფლის მეხუთე მცნებაში ვკითხულობთ: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ეს მცნება გვამცნობს, რომ მშობლებისადმი მორჩილება ქრისტიანული სათნოებაა. ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება იყო მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების ნიმუში – შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს. მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. ასე იყო აბრაამის, ისააკის, იაკობის დროს. მშობლების ფენომენი და მისი პატივისცემა ყოველთვის, ყოველ ეპოქაში უაღრესად მნიშნველოვანი იყო.

რა თქმა უნდა, შვილი მშობელს ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ მეტის ნახვა…

ლოცულობდა დავით აღმაშენებელი მეჩეთში?

ჩვენში შექმნილია მითი მასზედ, რომ ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი, თითქოსდა მეჩეთში დადიოდა და იქ ლოცულობდა საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოდ. მითოლოგიურმა ფანტაზიამ თბილისის მეჩეთში სამეფო ტახტიც კი შეიტანა, რომელზეც, თითქოსდა, იჯდა ხოლმე ჩვენი კეთილმსახური მეფე ისლამური ლოცვისა და ყურანის კითხვის დროს. მეტის ნახვა…

მიცვალებულთა კრემაცია ქრისტიანული თვალთახედვით

მიცვალებულთა კრემაცია ქრისტიანული თვალთახედვით – დეკანოზი ლევან მათეშვილი

„უდროოდ“ გარდაცვლილთა შესახებ

სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს – ღრმა სიბერეში, ზოგსაც – ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.

როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, მეტის ნახვა…

პატარა კლიპი სვეტიცხოვლის ტაძარზე

ანსამბლი “შვიდკაცა” ტექსტის ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე კლიპის რეჟისორი: ნოკოლოზ არიშვილი ვიდეო მონტაჟი: თამარ გიორგაძე
წყარო: საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას!


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime