უწმიდესი დღეს დღეს პალესტინის პრეზიდენტს შეხვდება

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დღეს, ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.
დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეტის ნახვა…

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში, მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თანხმობა მისცეს ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ რეჯებ თაიფ ერდოღანისადმი 2011წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ_კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართულ-თურქული ამ მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და პირველ რიგში აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და ამასთან საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში. ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე), მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა_ამოქმედებას. (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანების შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს.

სიკვდილი… აღდგომის ზარების რეკვისას

ნეტარებაა აღდგომის ღამე ქრისტიანისათვის. ამ დღეს თითქოს ჩვენს ცოდვილ გულსაც, როგორც მაცხოვრის საფლავს, უფლის ანგელოზი მოაშორებს მწუხარების მძიმე ლოდს და მარიამთან ერთად ვჭვრეტთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს. იმ წამს ცა და მიწა ერთიანდება, მიწაზეც, ისევე როგორც ზეცაში, მოზეიმე ეკლესიაა. ამ დღეს ყველა უნდა ხარობდეს – ცოდვილიც და მართალიც, მდიდარიც და ღარიბიც, ამ დღეს სძლია ამ სოფელს და მის თავადს – სატანას ჩვენმა უფალმა… ეშმაკიც მძვინვარე ლომივით დაძრწის აღდგომა დღეს, რომ ვინმე ქრისტიანი ნახოს, სძლიოს, დაამარცხოს და თითქოს ამით შური იძიოს უფალზე. ამ დღეს მართლაც ბევრი ვმარცხდებით, ზოგი – ნაყროვანებით, ზოგი – სიმთვრალით. მაგრამ მისთვის, ესეც არ არის საკმარისი… 1993 წლის 18 აპრილს, აღდგომას, სატანისტმა ნიკოლოზ ავერინმა ოპტის უდაბნოში სამი ბერი მოკლა: მღვდელმონაზონი ვასილი, ბერი ტროფიმე და ბერი თერაპონტე.

მეტის ნახვა…

წინწყარო – ჰამლეტ გონაშვილი

წინწყარო განუმეორებელი ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით.

მრავალჟამიერი ნიუ იორკში

ალბათ სასიამოვნო მოსასმენი იქნება ქართული სიმღერა უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. შემთხვევით ვნახე ეს ვიდეო, სადაც ასახულია როგორ მღერიან მრავალჟამიერს აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკის ქართულ ეკლესიაში და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს უცხოეთში მყოფი ყველა ქართველი!

გილოცავთ ახალ წელს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს და ჯანმრთელობას.

ღვთის მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს!

საქართველოს იმედი

ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, მცირე ქადაგებისას ბრძანა. ტაძარში პატრიარქმა ხატი “საქართველოს იმედი” აკურთხა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ქართველი ერი ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა. ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება და სიმდაბლით, რწმენითა და იმედით მლოცველებს შეეწევათ.
ხატს დღესვე, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დააბრძანებენ.
ხატის შექმნას დეკანოზი იაკობ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ჭედურობა შეასრულეს ბექა ვარდუკაძემ, დავით თევდორაშვილმა, ზაზა საღიანმა და ვიქტორ თოდუამ.
ხატი დღეს საპატრიარქოდან გამოაბრძანეს და სიონის ტაძარში მიაბრძანეს, საიდანაც ლოცვითი მსვლელობით ხატი “საქართველოს იმედი” სამების ტაძარში გადააბრძანეს.
ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა “საქართველოს დიდება”. არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე “საქართველოს იმედი”, წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.
ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის “საქართველოს იმედი” შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

მასალის წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/188353-ilia-meore-khati-qsaqarthvelos-imediq-sastsaulthmoqmedi-iqneba.html

პატრიარქი რუსეთიდან დაბრუნდა

მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხელ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილებთან დაკავშირებით. “გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი გვაქვს, ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია II-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და კათოლიკოს-პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ ქართველი მეფეების – ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დააყენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთიდან გუშინ, დაახლოებით 21.00 საათზე დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძარში წავიდა, სადაც მრევლს შეხვდა და დალოცა.

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა. უწმინდესი 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოსკოვში ვიზიტის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა და მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოსკოვში მყოფ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა.

გიორგობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ წირვა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
ავტორი: ნინო არღვლიანი
წყარო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/11356-ilia-meore-moskovshi-viziti-iyo-metad-mnishvnelovani-da-sasargeblo-chveni-qveynisa-da-eklesiisthvis.html

სპირიტიზმი

ოკულტიზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან“ წარმოდგება, რაც „სულს“ ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. მეტის ნახვა…

მშობლების პატივისცემის შესახებ

უფლის მეხუთე მცნებაში ვკითხულობთ: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ეს მცნება გვამცნობს, რომ მშობლებისადმი მორჩილება ქრისტიანული სათნოებაა. ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება იყო მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების ნიმუში – შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს. მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. ასე იყო აბრაამის, ისააკის, იაკობის დროს. მშობლების ფენომენი და მისი პატივისცემა ყოველთვის, ყოველ ეპოქაში უაღრესად მნიშნველოვანი იყო.

რა თქმა უნდა, შვილი მშობელს ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ მეტის ნახვა…


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime