დეკანოზი ლევან მათეშვილის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

დეკანოზი ლევან მათეშვილის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2012

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2012 (ვიდეოვერსია)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე. ვიდეოვერსია. ეპისტოლეს კითხულობს არქიდიაკონი დემეტრე. ასევე ამავე ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ მისი უწმიდესობის ქადაგება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2012 (ტექსტი)

ქრისტე აღსდგა!

სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა!
სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!
ქრისტე აღდგა!
სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!

დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; ,,ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა… და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა~ (წმ. იოანე ოქროპირი)

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ. მეტის ნახვა…

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

ქრისტე აღსდგა!

სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეოს, რომელთა მოკლე აღწერასაც აქვე გაგაცნობთ:
მეტის ნახვა…

ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებლობის ზეიმი

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი – ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური – ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.
მეტის ნახვა…

ნათლისღებას გილოცავთ!

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ყველას გილოცავთ!

პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობას, 14.10.2011

უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, 14.10.2011

დაემატა გადმოსაწერი ბმულიც. მეტის ნახვა…

გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს!

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი მეტის ნახვა…

ბეთანიელი წმინდა მამები

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ვულოცავთ წინასწარ ყველა ქრისტიანს ამ წმინდა დღესასწაულს. ამავე დღეს ჩვენი ეკლესია მოიხსენიებს ბეთანიელ წმინდა მამებს: წმინდა იოანეს (მაისურაძე) და წმინდა იოანე-გიორგის( მხეიძე), ეს წერილიც სწორედ მათ ეხება. მეტის ნახვა…


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime