პატრიარქის ქადაგება 29.04.2012

გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 29.04.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

რა არის ბიბლია და რა ნაწილებისგან შედგება იგი?

ბევრმა ჯერაც არ იცის კარგად რა არის წმიდა წერილი (ბიბლია) და რა ნაწილებისგან შედგება იგი? გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ მცირე განმარტება ამ თემაზე. მაშ ასე:
მეტის ნახვა…

წმ. წერილის განმარტება. ნაწილი 6

წარმოგიდგენთ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების მიერ მომზადებულ გადაცემათა ციკლს “ახალი აღთქმის განმარტება”. გვესაუბრება რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე.

ნაწილი 6
მეტის ნახვა…

წმ. მოციქული თომა

წმიდა მოციქული თომა,დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში კესარია ეწოდა. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც ტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. მეტის ნახვა…

პატრიარქის ქადაგება 22.04.2012

გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 22.04.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

ცრუ სწავლებანი – აქტუალური თემა

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გადაცემა “აქტუალური თემა”.
მთავარი თემა – ცრუ სწავლებანი

მეტის ნახვა…

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო

მახათას მთაზე ტაძრის საძირკვკველი ეკურთხა.
კურთხევის დაწყებამდე საზოგადოებას ფონდ “ივერიისას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან მას ყველა ერთად აშენებს – მდიდარი და ღარიბი, ცოცხალი და გარდაცვლილი. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს ქართველების ასე გაერთიანებისათვის და განაცხადა, რომ უწმინდესის სიყვარულით მრავლდება ერი და სულ უფრო მეტად სულიერი ხდება. პაატა ბურჭულაძემ უწმინდესს ჯანმრთელობა უსურვა.
საზოგადოებას ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფონდ “ივერიისას” დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს და აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობის დაწყება პაატა ბურჭულაძის დამსახურებაა. პრეზიდენტის განცხადებით, პაატა ბურჭულაძემ ქართულ საზოგადოებაში ქველმოქმედების სული გააღვიძა და ამ ტაძრის მშენებლობა სამოქალაქო მოძრაობად აქცია. მეტის ნახვა…

აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში

]

აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში – დოკუმენტური ფილმი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2012 (ვიდეოვერსია)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე. ვიდეოვერსია. ეპისტოლეს კითხულობს არქიდიაკონი დემეტრე. ასევე ამავე ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ მისი უწმიდესობის ქადაგება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2012 (ტექსტი)

ქრისტე აღსდგა!

სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა!
სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!
ქრისტე აღდგა!
სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!

დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; ,,ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა… და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა~ (წმ. იოანე ოქროპირი)

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ. მეტის ნახვა…


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime