პატერიკები. ნაყროვანება – სიბილწეთა დედა

წმიდა მამები ნაყროვანებას სიბილწეთა დედას უწოდებენ. მისგან წარმოდგება არაერთი ცოდვა, რომლებიც, თუ არ შეინანა, ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლებად ექცევა ცოდვილს. ქრისტიანთა ცხოვრებიდან ცნობილია მრავალი მაგალითი, თუ როგორ უნდა ვძლიოთ ნაყროვანებას, რომელიც ხშირად გემოთმოყვარებით იწყება.
მეტის ნახვა…

აქტუალური თემა – პატრიოტიზმი

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გადაცემა “აქტუალური თემა”.
მთავარი თემა – პატრიოტიზმი

მეტის ნახვა…

სიტყვა ხორციელის კვირიაკეს

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

სიტყვა ხორციელის კვირიაკეს

 

 მრწამს უფალი იესუ ქრისტე –
მომავალი განსჯად ცხოველთა და მკუდართა
(მრწამსის მე-7 წევრი)

ვინ იტყვის ამგვარად? ყოველი ქრისტიანი. და თუ ყოველი ქრისტიანი, უეჭველია – მეც და თითოეული თქვენთაგანიც.

ძმანო და დანო, თქვენ გულითადად გწამთ, რომ მიწისაგან შობილთა მართალი მსაჯული, იესუ ქრისტე, მოვალს განსჯად ცოცხალთა და შესვენებულთა, და თითოეული ან მარადიული ნეტარებისთვის აღსდგება, ანდა საუკუნო განკითხვისთვის? მზადა ხართ შეხვდეთ ყოველთა მსაჯულს და ყოველი სიტყვისა და საქმისთვის პასუხი მისცეთ საშინელ სამსჯავროზე? გაქვთ კეთილი საქმეები? – მაგრამ რა საჭიროა შეკითხვა? ქრისტიანთა ცხოვრებიდან და საქმიანობიდან აშკარად ჩანს, რომ დაივიწყეს მართალი მსაჯული, განკითხვის დღე, საუკუნო სიცოცხლე და დღითი-დღე გამალებით მიექანებიან წარსაწყმედელისაკენ, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი ჩქარობენ ნუგეში აქ, მიწაზევე ჰპოვონ, რათა მარადისობაში – ზეცაში დაკარგონ. ძვირფასი დროის ფლანგვა სიამოვნებებში საზრუნავად გაუხდიათ, ხოლო სულისათვის სასარგებლოდ რომ გამოიყენონ, (ამ სოფლიდან) განსვლისათვის რომ განამზადონ საქმენი თვისნი (იგავთა 24, 27) საამისოდ არავინ ზრუნავს.

საუკუნო სიხარულის მსურველი ნაკლებად ესწრაფვის მიწიერს, – იტყვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი გენადი, ხოლო ჩვენთან კი მეტის ნახვა…

დეკანოზი ბიძინა გუნიას ქადაგება 19.02.2012

დეკანოზი ბიძინა გუნიას ქადაგება ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში 19.02.2012

შეგიძლიათ აქვე უყუროთ, ან გადაიწეროთ
მეტის ნახვა…

დაწერილია ახალი მასალები, ქადაგებები at თებერვალი 19th, 2012. 1 კომენტარი.

უწმიდესი დღეს დღეს პალესტინის პრეზიდენტს შეხვდება

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დღეს, ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.
დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეტის ნახვა…

შეუსმელი ბარძიმი

„ბარძიმი შეუსმელად“ წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წ. მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მეტის ნახვა…

პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე 15.02.2012

უწმიდესის ქადაგება

გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მირქმის დღესასწაულზე 15.02.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

აქტუალური თემა – დრო და ურცხვობა

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გადაცემა “აქტუალური თემა”.
მთავარი თემა – დრო და ურცხვობა.

მეტის ნახვა…

პატრიარქის ქადაგება 12.02.2012

უწმიდესის ქადაგება

გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში – 12.02.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული

წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა მეტის ნახვა…


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime