ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი. გაგრძელება

ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი.

წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ
წესი 34. თითოეულისაგან საკუთარი ცხოვრებით მაგალითის მიცემის შესახებ
წესი 35. სულიწმიდაზე გმობის წარმოუთქმელობის შესახებ
წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ
წესი 37. მცირეში გულმოდგინების შესახებ
წესი 38. მასპინძლობის სახის შესახებ
წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ
წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ

დაწვრილებით:

წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ
1. არ შეიძლება საცდურია შექმნა.

და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას უფსკრულსა ზღვისა. ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან, რამეთუ უნებლიეთცა მომავალ არიან საცდურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური (მთ.18,6.7).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუღარამცა ურთიერთარს განვიკითხავთ, არამედ უფროისღა ესე განიკითხეთ, რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმისა (რომ.14,13).

2. ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, არის საცდური.

მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალემად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

3. ისეთ სიტყვასა და საქმეს, რომელიც დაშვებულია წმიდა წერილით, მაგრამ სხვები რაიმე მსგევსი ცოდვისათვის განეწყობიან ან ამის გამო გულმოდგინებას დაკარგავენ კეთილის სამსახურში, უნდა განვერიდოთ.

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჭამისათვის ნაკერპავთაისა უწყით, არარაი არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთი სხვაი გარნა მხოლოი იგი ერთი ღმერთი, რამეთუ დაღაცათუ არიან რაიმე სახელ-დებულ ღმერთი გინა, თუ ცათა შინა, გინა თუ ქვეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, არამედ ჩვენდა ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი, და ჩვენ მის მიმართ; ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩვენ მის მიერ. არამედ არა ყოველტა თანა არს მეცნიერებაი; ხოლო რომელნიმე იჭვით ვიდრე აქმომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპევსა, ჭამენ და გონებაი იგი მათი უძლური შეგინებისა. ხოლო საჭმელმან ჩვენ არა წარგუადგინეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არა გუემატოს, და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს. ხოლო ეკრძალენით ნუუკუე ხელმწიფებაი ეგე თქვენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ. რამეთუ ვიმნე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაი, საკერპოსა შინ ინახით-მჯდომარე, არა-მეა გონებაი იგი უძლურისაი მის აღეშენოს ნაკერპავისა მის ჭამად? და წარწყმდეს ძმაი იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. ესრეთ რაი სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტე მიმართ სცოდავთ. ამისთვისცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე, რაითა არა ძმაი ჩემი დავაბრკოლო… არა ნუ გუაქუსა ხელმწიფებაი ჭამად და სუმად? არა ნუ გაქუსა ხელმწიფებაი დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? ანუ მე ხოლო და ბარნაბა არა გაქუს ფლობაი საქმედ? ვინ-მე სადა საგრობნ თვისით საგზლითა? ვინ დაასხის ვენახი და ნაყოფისა მისგან არა ამის? ანუ ვინ მწყემსინ სამწსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაისა არა ჭამის? (Iკორ.8,4-13;9,4-7).

4. რომ არ შეიქმნას საცდური, უნდა გაკეთდეს ისიც, რისი ქმნაც არ არის გარდაუვალი.

და ვითარცა მოვიდის იგინი კაპერნაუმად, მოუხდეს მას რომელნიიგი დიდრაქმას შეჰკადრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღვარმან თქვენმან არა მოგვცესა ხარკი? ხოლო მან რქუა: ჰე, და ვითარცა შევიდა იგი სახით, უსწრო მას იესო ჰრქუა რასა ჰგონებ შენ, სვიმონ: მეფენი ქვეყანისანი ვიეთაგან მიიღებან ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგა ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მოუგო იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუათ და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად ამოხდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის სატირი, მოირé იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის (მთ.17,24-27).

5. ღვთის ნების აღსრულებისას უნდა გამოვლინდეს უდრეკი, მტკიცე შემართება, თუნდაც რომ დაბრკოლდნენ ზოგიერთები.

არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაი ესმა სიტყვაი დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხვრას. უტევენით ეგე რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი; ხოლო ბრმაი ბრმას თუ წინა-უძღვინ, ორივენი მთხრებლსა შთაცვივიან (მთ.15,11-14).

ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა – ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მისთანა; ჰრქუა მათ იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსვლის (იო.6,53.66-67).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ქრისტეს სუნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილად, და რომელთამე სულად ცხოვრებით ცხოვრებად და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? (IIკორ.2,15.16).

წესი 34. თითოეულისაგან საკუთარი ცხოვრებით მაგალითის მიცემის შესახებ
თითოეული შეძლებისდაგვარად სხვათათათვის სათნოების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.

ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვებთ განსვენებაი სულთა თქუენთაი (მთ.11,29).

პავლე მოციქულის სტყვა: რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაი თქვენი, რომელი-იგი თქვენთვის ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიით განმზადებულ არს შრანდითგან და თქვენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი (IIკორ.9,2). – და თქვენ მობაძავ ჩემდა იქმნენით და უფკისა და შეიწყნარეთ სიტყვაი იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაითა, ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაიასბ (Iთეს.1,6.7).

წესი 35. სულიწმიდაზე გმობის წარმოუთქმელობის შესახებ
რომელნიც ხედავენ ვინმეში ნაყოფს სულიწმინდისა და ამ უკანასკნელს სულიწმინდას კი არ მიაწერენ არამედ ბოროტ ძალას მიაკუთვნებენ ისინი სულიწმინდის გმობას ეწევიან.

მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმაი და ყრუი, და განკურნა იგი ვითარმედ ყრუი იგი, და ბრმაი ჰხედვიდა და იტყოდა. და განუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებელითა, მთავრითა მით ეშკთაითა. იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაი რომელი განევლთას თავსა თვისსა, მოხრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცის….
უკუეთუ მე სულითა ღრმთისაითათა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქვენ ზედა სასუფეველი ღრმთისაი. ამისათვის გეტყვით თქვენ ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყვაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მთ.12,22-25.28.31.32).

წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ
ისინი, რომელნიც იცავენ უფლის სწავლებას, უნდა შევიწყნაროთ მთელი გულითადობით და ყოველგვარი პატივით თვით უფლის სადიდებლად, ხოლო ვინც არ უსმენს და არ შეიწყნარებს მათ, ის დაისჯება.

ქრისტეს სიტყვები: რომელმან შეგიწყნარნეს თქუაენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. – და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყვანი თქვენნი, გამო -რაი-ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქვენთაი. ამინ გეტყვი თქვე: უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. (მთ.10,40.14.15). – ამინ, ამინ გეტვი თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მოვავლინო, მე შემიწყნარებს. (იო.13,20).

პავლე მოციქულის სიტყვა: უმჯობეს ადრე შევრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქვენისა მოციქულისა და მსახურისა მის სახმართა ჩემთასა მოვლინებად თქუენდა. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლთა სიხარულითა, და ეგევითარნი-ეგე პატიოსნად იპყრენით. (ფილ.2,25.29).

წესი 37. მცირეში გულმოდგინების შესახებ
ძალისაებრ თვისისა გამოვლენილი გულმოდგინეობა თუნდაც მცირეში, სათნოა ღვთისათვის.

ქრისტეს სიტყვები: და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ: არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი (მთ.10,42).
და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა. რამეთუ ამან ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა საცხოვრებელი, შეწირა (ლკ.21,1-4).
ხოლო იესო იყო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვანისასა, მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასსტრი ნელსააცხებელისაი მარავლისაი სასყიდლისაი და დაასხა თავსა მისსა ინახით მჯდომარეს. ხოლო იხილეს რაი მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაისათვის იყო წარწყმედაი ნელსაცხებლისაი ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესო გულისხმაყო და ჰრქუა მათ: შრომასა შეამთხვევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ჰქმნა ჩემდა მომართ (მთ.26,6-10).
და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგიცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დადგერით, და გვაიძულნა ჩვენ (საქ.16,15).

წესი 38. მასპინძლობის სახის შესახებ
ქრისტიანი ძმებს უხმაუროდ და უბრალოდ უნდა გაუმასპინძლდეს.

ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სვიმონ-პეტრესამან: არს აქა ყრმაი, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაი და ორი თევზი, არამედ ესე რაი არს ესოდენთა წინაშე? ჰრქუა მას იესო: დასხით კაცები ესე, და იყო თივაი ფრიად ადგილსა მას და დასხდა კაცები იგი რიცხვით ვითარ ხუთ ათას ოდენ. (იო.6,8-10).
დაბასა რომელსამე, და იყი ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახით თვისა, და იყო დაი მისი, რომალსა ერქვა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოსაითა და ისმენდა სიტყუათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე, მიუგო იესო და ჰრქუა: მართა, მართა ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვი; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარია კათილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლკ.10,32-42).

წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ
მტკიცე უნდა იყო რწმენაში, და არა ცვალებადი, არ უნდა დაკარგო ღვთისაგან მიღებული მადლი.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყვაი იგი ისმინოს და მეყსეულად სიხარული მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ და რაჟამს არნ ჭირი ან დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი (მთ.13,20-21).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერთაგან, ძმანო ჩემნო საყვარელნო მტკიცე იყვენით და შეურყეველ ჰმატებდით საქმესა უფლისასა მარადის; უწყოდეთ რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ(Iკორ.15,58). – მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადერე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებადN(გალ.1,6).

წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ
არ უნდა მოუსმინო, რომელნიც უცხო სწავლებას გთავაზობენ, თუნდაც ისინი სუსტების შესაცდენად და დასრწმუნებლად თავს ჭეშმარიტ მოძღვრებადაც კი რომ ასაღებდნენ.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდეს (მთ.24,4.5). – ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სვლაი და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მიკითხუაი და პირველ ჯდომაი კრებულსა შორის და ზემოჯდომაი პურსა ზედა, რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვენ, ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი (ლკ.20,46.47).

პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელიიგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ (გალ.1,8.9).

დატოვე შენი შეტყობინება

*


Hit Counter provided by seo company