პატრიარქმა “ეხო მასკვის” ინტერვიუ მისცა

ინტერვიუს ტექსტური ვარიანტის წასაკითხად დააჭირეთ “სიახლის გახსნა”-ს

რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ შეძლო დაენახა ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ “ეხო მასკვისთან” ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი პატრიარქს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესაუბრება და ინტერესდება, რაში ხედავს გამოსავალს ილია მეორე.

უწმინდესის განცხადებით, ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, მინიმუმ, ორი გამოსავალია და აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიც მოიძებნოს.
“ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავრჩებით. ეს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც არაბუნებრივია. ჩვენ ისევ ისეთ ახლობლებად უნდა დავრჩეთ, როგორიც ადრე ვიყავით. საქართველო ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართ. ვფიქრობ, რუსეთსაც ახსოვს საქართველო. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, აფხაზეთი არ გვჭირდებაო, ღმერთმა ქნას ასე იყოს. აფხაზეთი თუ საქართველოზე უნდა გაიცვალოს, ეს რისთვისაა საჭირო?”, – ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორის განცხადებით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართველი ხალხის სიკეთე ვერ დაინახა. პატრიარქი იმედოვნებს, რომ რუსეთი და საქართველო ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს გაიცნობენ და ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა აღდგება.

“ურთიერთნდობა დღეს დარღვეულია, თუმცა, არა ბოლომდე. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ერთმანეთის მიმართულებით და არა პირიქით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან”, – ბრძანებს პატრიარქი.
კითხვაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, პატრიარქი პასუხობს, რომ ამ საკითხში რუსულმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოავლინა.

“მან შეუნარჩუნა იურისდიქცია ქართულ ეკლესიას აფხაზეთსა და ცხინვალში. ჩვენი ეკლესიები ხალხების დაახლოებაში კიდევ უფრო მეტის კეთებას შეძლებენ. 25-30 ივლისს მე უკრაინის სტუმარი ვიქნები. იქ ჩამოდის რუსეთის პატრიარქიც. 26 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით და ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ”, – ბრძანა პატრიარქმა.

ალექსეი ვენედიქტოვი ინტერესდება, არის თუ არა განხეთქილების ნიშნები აფხაზურ ეკლესიაში.
პატრიარქი ამბობს, რომ განხეთქილება მართლაც არსებობს, თუმცა თავად ამის წინააღმდეგია.
“ეს იმის ბრალია, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი იქ არ არის. ამ შემთხვევაში ეს მე ვარ. აფხაზები ძალიან კეთილი ხალხია. მე მყავს იქ ნათლულები. 11 წელი ჩვენ უკონფლიქტოდ ვცხოვრობდით, მაგრამ ანტიქართულმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც დაიღუპნენ და როცა ყველაფერი დაწყნარდება ერთობლივი მემორიალი უნდა აიგოს. ამ მემორიალზე იქნება რუსების, აფხაზების, ოსების და ქართველების სახელები.

“ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამ მემორიალის აგებაზე”, – ბრძანა პატრიარქმა.
კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ორი ქვეყნის ხელისუფლება ამ შემთხვევაში, პატრიარქი პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.

“არის გამოთქმა, რომ მე მას არ შევხვდები. ეს არაკორექტული და არალოგიკურია, საერთაშორისო დიპლომატიაში ამგვარი რამ არ არსებობს. ყველა უნდა შეხვდეს ერთმანეთს. რუსეთმა აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოგვცეს და თუ მოვილაპარაკებთ, მათ უკან უნდა წაიღონ აღიარება. ყოველდღე საუბარი, რომ ქართველები მტრები არიან, კარგს არაფერს მოიტანს”, – აცხადებს პატრიარქი.

ალექსეი ვენედიქტოვის ბოლო კითხვა ასეთია – რას ეტყვით რუსებს?
“თქვენ ბრძენი ხალხი ხართ – დიდი ისტორიით და კულტურით. დაახლოება მოხდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე და არაბუნებრივია, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მახვილი ავიღოთ. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რუსეთშიც არიან ქართველები. დეპორტაცია შეცდომა იყო, მაგრამ ამას არ ვიხსენებთ. ჩვენ თქვენზე ვლოცულობთ”, – პასუხობს პატრიარქი.

ვიდეოს წყარო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/6406-ilia-meore-rusethis-patriarqs-26-ivliss-shekhvdeba.html
სტატიის წყარო: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/38499-ilia-meorem-qekho-maskvisq-interviu-misca.html

8 გამოხმაურება to “პატრიარქმა “ეხო მასკვის” ინტერვიუ მისცა”

  1. ეს კ.გ.ბ. გენერლები რა ამბავში არიან, ჯერ ხალხი ამოჟლიტეს დაამშიეს ერთმანეთს გადაკიდეს, ამათზეა ნათქვამი უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეეჩვიაო! აბა რა გეგონათ 1962წ რომ შედით ეკუმენისტურ საბჭოში, მერე ესეც არ იკმარეთ და წლების განმავლობაში ილია მეორე საბჭოს პრეზიდენტი რო გახლდათ, აი თქვენ მოგივლინათ სასჯელი ღმერთმა, ჯერ სად ხართ ერთიანად გადაგბუგავთ უფალი! ანათემა კრემლის აგენტურას! ანათემა ეკუმენისტური ეკლესიის საბჭოს! ანათემა ქრისტესმგმობელ პატრიარქ ილია მეორეს! დიდება ქრისტეს! დიდება მართლმადიდებლობას! დიდება ცხებულ მეფეს! დიდება ზეციურ საქართველოს! შეჩვენება, ანათემა მარანათა , ცეცხლი და მახვილი საქართველოს მტრებს!

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 0 Thumb down 4

  2. მაკარიძე მევლუდ მიხეილის–ძევ, თქვენ გჯერათ იმ სისულელეების რაც ეხლა დაწერეთ?
    დიდება მართლმადიდებლობასო ამბობთ და თქვენი ეს განცხადებები უფრო ექსტრემიზმს და ფანატიზმს ხომ არ გავს, ვიდრე ქრისტესმოყვარე ადამიანის განცხადებას? თუ თქვენ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ბასილი მკალავიშვილის მსგავსად გესმით?
    სირცხვილია რა

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 2 Thumb down 0

    • makaridze mevlud ამბობს:

      ჯერ ერთი ჯობდა სახარება წაგეკთხათ, მაშინ აღარ იხმარდით მაგ სიტყვას მოყვასის შეფასებისას, რამეთუ უფალი ამბობს: ვინც მოყვასს უთხრას რაკა, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება! მერე მეორეც ბასილი მკალავიშვილი ბასილი კობახიძე და მსგავსი ე.წ. მოძღვრები ილია მეორეს ხელდასხმულები არიან და მე რატო უნდა მრცხვენოდეს? ანდა რატომ უნდა მრცხვენოდეს რომ ილია მეორე ეკუმენისტური საბჭოს პრეზიდენტი იყო? თუ გელათის მონასტერში რომ მასონი კგბშნიკი წამოაჯინეს და კრემლის ხელდასხმული პრეზიდენტი დიდი ზარზეიმით აკურთხეს მაგისი უნდა მრცხვენოდეს? და საერთოდ ჯობს ის გაარკვიოთ წირვისას ვისი სისხლი და ხორცი იწირება, თორემ როცა უფლის მარჯვენა აღიმართება ურჩების გასანადგურებლად, ვეღარაფერი გიშველით! ილია მეორე ჯოჯოხეთისაკენ მიგაქანებთ , ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, თქვენ სულელს დამი ძახებთ თუ უფალს ეგ თქვენი საქმეა! მე თქვენგან განსხვავებით არც სახელს ვმალავ და არ გვარს და მისამართს, ასე რომ მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემს სიტყვაზე! ანათემა ეკუმენისტურ ეკლესიას, შეჩვენება მასონურ მთავრობებს! დიდება უფალს! დიდება უფლის ქრისტეს!

      მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 1 Thumb down 1

      • გაფრთხილებთ პატრიარქის ცილისწამების გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი წესების თანახმად სამუდამოდ დაიბლოკებით ამ საიტზე. ისედაც საკმარისი სისულელეები მოვითმინე. ცილისწამება კი სხვათაშორის საკმაოდ მძიმე ცოდვაა.

        მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 0 Thumb down 1

  3. სემინარიელი ამბობს:

    დიდება საქართველოს პატრიარქს. უწმიდესსს და უნეტარეს ილია მეორეს

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 0 Thumb down 1

  4. არც პარტიარქის გაკერპებაა კარგი

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 1 Thumb down 0

  5. makaridze mevlud ამბობს:

    ეტყობა მართლმადიდებლობა თქვენთვის სამარცხვინო გახდა! სამაგიეროდ ეკუმენისტობა მასონობა და ქვეყნის მოღალატეებთან ტრაპეზი არ გრცხვენიათ! ძალიან მეცოდებით რომ ბნელიდან გამოსავალს ვერ ხედავთ! უფალმა აგიხილოთ თვალი!

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 1 Thumb down 1

  6. makaridze mevlud ამბობს:

    ცილისმწამებელი არის სატანა, თუ თქვენ გგონიათ რომ მე ცილს ვწამებ პატრიარქს თქვენ კი არ უნდა დამბლოკოთ, არამედ უნდა მოახსენოთ პატრიარქს ამის შესახებ, იმიტომ რომ მე იგივეს დავწერ ყველგან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საეკლესიო სასჯელი, რომელსაც გამოიტანს პატრიარქი ან სინოდი, მე პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე. თქვენი დაბლოკვით კი მე არ გავჩუმდები იმიტომ რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მზად ვარ თავი გავწირო მართლმადიდებლობისათვის, თუ პატრიარქი და სინოდი მართლმადიდებლები არიან მათი სასჯელი მე გამანადგურებს და თქვენი სიწმინდეც ამით დადასტურდება. როცა არიოზი ანათემას გადასცეს მას მუცელი გაუსკდა და წელები გარეთ გადმოსცვივდა. მე გეუბნებით რომ ცრუ მოციქულები ხართ ყველანი და არ არის თქვენში ღმრთის მადლი! ანათემა ყველა ცილისმწამებელს!

    მოგწონს ეს კომენტარი? Thumb up 1 Thumb down 1

დატოვე შენი შეტყობინება

*


Hit Counter provided by seo company