რეკლამა საიტზე
მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო!
გადავწყვიტე საიტზე განმეთავსებინა სარეკლამო ბანერები, რადგან საიტის შენახვას (ჰოსტინგი, დომენი) ბუნებრივია ფინანსები სჭირდება და ამ ფინანსების მოძიების ერთადერთი წყარო კი არის რეკლამის განთავსება. ვინაიდან საიტი ძირითადად გახლავთ რელიგიური შინაარსის, ამიტომ რეკლამის განთავსების მსურველებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:
1. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ საიტზე არ მოხდება პორნოგრაფიული და ეროტიკული ხასიათის ბანერების განთავსება.
2. არ განვათავსებთ სხვადასხვა კონფესიებისა თუ სექტების საიტთა ბანერებს.
3. არ განთავსდება ისეთი რელიგიური ხასიათის საიტის ბანერი, რომელიც რაიმე სახით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას და/ან შეიცავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ან სასულიერო პირთა მიმართ ცილისწამებას!
4. საიტი არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობას.
5. ბანერის ზომა უნდა იყოს 200X150
6. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ყველა ზემოაღნიშნულ მოთხოვნას და გინდათ თქვენი რეკლამის ჩვენთან განთავსება, ისარგებლეთ ქვემოთ არსებული კონტაქტის ფორმით. აუცილებლად მიუთითეთ მუშა ელექტრონული ფოსტის მისამართი, ვინაიდან პასუხი მოგივათ ელექტრონულ ფოსტაზე!!!
რაც შეეხება რეკლამის საფასურს, ზემოთ(მარცხენა გვერდითი პანელის თავში) არსებულ სარეკლამო ადგილზე ბანერის 1 თვით განთავსება ღირს 3 ლარი, ხოლო ქვემოთ (მთვლელების ქვევით მარცხენა გვერდით პანელში) 1 თვე – 1 ლარი. საფასურს გადაიხდით emoney-ს მეშვეობით. ანგარიშის ნომერს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე.
სარეკლამო ბანერი გამოჩნდება ყველა გვერდზე!






