წმ. ნინოს ცხოვრება

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.

ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის – წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მეტის ნახვა…

წინწყარო – ჰამლეტ გონაშვილი

წინწყარო განუმეორებელი ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით.

ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი. გაგრძელება

ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი.

წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ
წესი 34. თითოეულისაგან საკუთარი ცხოვრებით მაგალითის მიცემის შესახებ
წესი 35. სულიწმიდაზე გმობის წარმოუთქმელობის შესახებ
წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ
წესი 37. მცირეში გულმოდგინების შესახებ
წესი 38. მასპინძლობის სახის შესახებ
წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ
წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ

დაწვრილებით: მეტის ნახვა…

უწმიდესი გერმანიაში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. როგორც გამგზავრებამდე ჟურნალისტებს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესი მიემგზავრება ბერლინში, იმავე კლინიკაში, სადაც მას დაახლოებით 4 წლის წინ რამდენიმე კარდიოლოგიური გამოკვლევა და ამის საფუძველზე კარდიოლოგიური მანიპულაციები ჩაუტარდა.
“დაგვიკავშირდა კლინიკა და გვთხოვა ჩასვლა, რათა პატრიარქს გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარდეს. ამას დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება. იქ ყოფნის პერიოდში პატრიარქს შესაძლოა სხვა, ძალიან ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევებიც ჩაუტარდეს”, – აღნიშნა ცისანა შარტავამ და განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ გეგმიური გამოკვლევა.

სოციალურ ქსელებში უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას კი, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე გამოეხმაურა. მეუფემ ახალგაზრდებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. “უწმინდესი ღვთის მადლით და ჩვენდა საიმედოდ კარგად და ჯანმრთელად არის. ორი კვირის შემდეგ, იგი დაბრუნდება სამშობლოში და გააგრძელებს მამობრივ ზრუნვას თავის ერზე. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი”, – ბრძანა მეუფე სერაფიმემ.

უწმინდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლმა და მღვდელმთავრებმა გააცილეს. გერმანიაში პატრიარქს მკურნალი ექიმი, ცისანა შარტავა და რამდენიმე სასულიერო პირი გაჰყვა.

წყარო: http://www.palitratv.ge

მრავალჟამიერი ნიუ იორკში

ალბათ სასიამოვნო მოსასმენი იქნება ქართული სიმღერა უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. შემთხვევით ვნახე ეს ვიდეო, სადაც ასახულია როგორ მღერიან მრავალჟამიერს აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკის ქართულ ეკლესიაში და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს უცხოეთში მყოფი ყველა ქართველი!

პატრიარქის ქადაგება 19.01.2012

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს და გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში – 19.01.2012

მისმა უწმიდესობას აგრეთვე დარიგებით მიმართა თავის 11000-მდე ნათლულს. ეს დარიგება არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა და შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვიდეოში.

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

ნათლისღებას გილოცავთ!

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ყველას გილოცავთ!

ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი. გაგრძელება

ღვთივსათნო ცხოვრების წესები – წმ. ბასილი დიდი.

წესი 26. სიტყვათა და ქმედებათა გამყარება წმ. წრილით
წესი 27. ღმერთისა და მისი წმინდანების მიბაძვის შესახებ
წესი 28. ადამიანთა გამოცნობის შესახებ
წესი 29. საკუთარი ცოდნის საქმეებით დამოწმების შესახებ
წესი 30. იმის შესახებ, რომ არ ეგების სიწმინდის შელახვა მასთან მიწიერის შერევით
წესი 31. იმათთვის განკუთვნილის განკარგვის შესახებ, ვინც ღვთის მსახურებას მიუძღვნა თავი
წესი 32. ყოველთათვის კუთვნილის მიგების შესახებ

დაწვრილებით: მეტის ნახვა…

პატრიარქის ქადაგება 15.01.2012

უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგება ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 08.01.2012

შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან პირდაპირ უყუროთ აქვე. მეტის ნახვა…

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 20 დეკემბერი 2011 წელი

2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. წმინდა სინოდმა განიხილა შემდეგი საკითხები:
მეტის ნახვა…


Hit Counter provided by seo company
PageRank Checking Icon website uptime